LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა ალექს როდრიგესს სიყვარული საჯაროდ აუხსნა

183

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი სულ რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა ის ელვის სისწრაფით ვითარდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა. სიჩუმის დარღვევა ლოპესმა გადაწყვიტა და საყვარელ მამაკაცს სიყვარულში პირველი გამოუტყდა.

მომღერალმა „ინსტაგრამზე“ როდრიგესთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გააზიარა და ჰეშტეგი Man Crush Monday დაურთო – ეს „ინსტაგრამის“ ერთ-ერთი უჩვეულო ტრადიციაა, როდესაც ქალები საყვარელ მამაკაცებს პოსტებს სწორედ ორშაბათობით უძღვნიან. ამ გზით ლოპესმა როდრიგესს სიყვარული საჯაროდ აუხსნა.

https://www.instagram.com/p/BUbN7iXFE5k/?taken-by=jlo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები