LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა უქმეები შვილებთან ერთად გაატარა

53

სანამ დასავლური ტაბლოიდები ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის შესაძლო შერიგების საკითხებს არკვევენ, მომღერალმა უქმეები თავის ტყუპებთან, ემასთან და მაქსთან ერთად გაატარა. პაპარაცებმა ჯეი ლოს დაფიქსირება მაიამიში შოპინგის დროს მოახერხეს.

გასეირნებისთვის მომღერალმა თეთრი ფერის თავისუფალი კომბინეზონი შეარჩია და მას დიდი ზომის ჩანთა შეუხამა.

რამდენიმე დღის წინ, ლოპესმა „ინსტაგრამზე“ მორიგი სელფი გააზიარა, სადაც როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურება. თაყვანისმცემლებმა დაასკვნეს, რომ 47 წლის ლამაზმანმა მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო იცის. ფოტოს უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.

 

1

screenshot_3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები