LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი სტილის დედოფლად დასახელდა (ფოტო)

74

ოსკარის წლევანდელი ნომინანტი, ჯენიფერ ლოურენსი ბევერლი-ჰილზში, ინტერნეტ მაგნატის, მარკ ბეიოფისა და მსახიობ პატრისია არკეტის მიერ ორგანიზებულ „თანასწორობის ლანჩს“ დაესწრო. ეს ღონისძიება ყოველწლიურად ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ვარსკვლავებს აერთიანებს. ჯენიფერ ლოურენსი ბრწყინავდა ელეგანტურ მბზინავ ზედატანსა და ხავერდის შარვალში, ხოლო ფეხსაცმელი მსახიობმა ბლუზონის ფერებს შეუხამა. მისი ღირებულება ინტერნეტში 425 ფუნტი სტერლინგია.

საღამოზე ოსკაროსანი მსახიობი სიტყვითაც გამოვიდა. მან დამსწრე საზოგადოების მხრიდან უკვე მიიღო „სტილის დედოფლის“ ტიტული და ამაში ფოტოებიდანაც ვრწმუნდებით. 25 წლის ლოურენსი ქერი ბრედშოუსაც შეადარეს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები