LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსმა „ბრიტანულ ოსკარზე“ დრამატული დრესკოდი სექსუალურით შეცვალა  (ფოტო)

139

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ყოველწლიური, რიგით 71-ე ცერემონია BAFTA დასრულდა და „ოქროს გლობუსის“ მსგავსად, ისიც შავი დრესკოდით წარიმართა. მოდის კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს, რომ შავი ფერის ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტა წელს ჯენიფერ ლოურესს ეკუთვნის. „ბრიტანულ ოსკარად“ წოდებული დაჯილდოვების წითელ ხალიჩაზე ოსკაროსანი მსახიობი „კრისტიან დიორის“ შავი კაბით გამოჩნდა. კაბა 27 წლის მსახიობმა მოდის სახლის უახლესი კოლექციიდან შეარჩია. შავი კლასიკური კაბა თეთრი ფერის დრაპირებული მხრებით საღამოს ლუქს ნაკლებ დრამატულს ხდიდა. სექსუალური კაბა ლოურენსს „შარლოტა ოლიმპიას“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და „როჯერ ვივიერის“ კლატჩთან ჰქონდა შეხამებული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მკვეთრი მაკიაჟი და თმები სველი ეფექტით, რომელმაც საღამოს ანსამბლი უფრო სექსუალური გახადა. BAFTA-ს ცერემონიაზე ჯენიფერ ლოურენსი რეჟისორ ფრენსის ლოურენსთან ერთად მივიდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები