LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „მგზავრები“ სიმღერაზე „ვაზი“ ახალ კლიპს შემოგვთავაზებს

122

ჯგუფი „მგზავრები“ უახლოეს მომავალში ახალ კლიპს შემოგვთავაზებს. გადაღებები საქართველოში წარიმართა. სპეციალურად გადაღებებისთვის ჩამოვიდა Savin Production-ის ჯგუფი, ხოლო ქართულ მხარეს Team4events წარმოადგენდა. ჯგუფის ახალ სიმღერაზე „ვაზი“, რომელიც ახალი ალბომიდან „იასამანი“ ერთ-ერთი კომპოზიციაა, ვიდეორგოლს მოამზადებენ. კლიპის რეჟისორი ვალენტინ სავინი გახლავთ.

გადაღებები 25 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისს დასრულდა. გადაღებების შემდეგ „მგზავრები“ მოსკოვში „ა სტუდიოს“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ტელეპროექტში მონაწილეობისთვის გაფრინდა.

რაც შეეხება კლიპს, მას შემოდგომას ვიხილავთ.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები