LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი “The Quintessence” 2017 წლის საუკეთესო ჯგუფად დასახელდა

106

ჯგუფი “The Quintessence” 5 წლის მანძილზე მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებულია. ცნობილი სექსტეტი კვლავ აგრძელებს წინსვლას როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამის ერთ-ერთი დასტურია მათი მორიგი მონაპოვარიც – “2017 წლის საუკეთესო ჯგუფი”.

გუშინ Business Government Contact-ის ფარგლებში, სასტუმრო “ჰუალინგში” დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ჯგუფი “The Quintessence” წლის საუკეთესო ჯგუფად დაასახელა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, ჯგუფმა მსმენელს საკუთარი რეპერტუარიდან უცხოური და ქართული მუსიკალური კომპოზიციები შესთავაზა და მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები