LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლიმ და პიტმა კანარის კუნძულებზე ულამაზესი ვილა შეიძინეს (ფოტო)

234

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ესპანეთში, ანდრაიჩის მუნიციპალიტეტში ახალი ვილა შეიძინეს. ამ ქალაქში სულ რაღაც  11 682 ადამიანი ცხოვრობს და ის ფანტასტიკური ადგილია ცნობისმოყვარე ფანებისგან  თავის დასაცავად.  Majorcan ვილა, ასე ქვია ფეშენებელურ სახლს, რომელიც ცნობილ წყვილს 2.65 მილიონი დოლარი დაუჯდა. როგორც წყარო იუწყება, ბრედ პიტს განსაკუთრებულად შეუყვარდა კანარის კუნძულები მას შემდეგ, რაც იქ ახალი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.

ახალი ვილა 900 კვადრატული მეტრის ფართს, 9 საძინებელს, დიდ ბაღსა და აუზს მოიცავს. სახლის ინტერიერი ფოტოგრაფებმა ვერ გადაიღეს, სამაგიეროდ შეგვიძლია თვალი შევავლოთ მას გარედან. ესაა ფანტასტიკური ადგილი ოჯახთან ერთად დასვენებისთვის და როგორც ამბობენ, აქ პიტი და ჯოლი ბავშვებთან ერთად შვებულებების დროს დაისვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები