LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის მენეჯერებმა დაადასტურეს, რომ მსახიობი ემბერ ჰერდს სცემდა

124

ჯონი დეპის ექს-მენეჯერებმა, რომელთანაც ვარსკვლავი კვლავ სკანდალურ გარჩევებშია, განაცხადეს, რომ მათი ყოფილი კლიენტი ნამდვილად სცემდა ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰერდს.

როდესაც ემბერმა განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, დეპი მან ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. საზოგადოების აზრი კი ორ ნაწილად გაიყო: ერთ მხარეს არ სჯეროდა, რომ ვარსკვლავს ასე მოქცევა შეეძლო, ხოლო მეორე მხარე ქალთა უფლებების დასაცავად გამოვიდა და ჰერდს თანაუგრძნო.

ამჯერად კი, მსახიობის ერთ-ერთმა მენეჯერმა, ჯოელ მანდელმა დაამტკიცა, რომ დეპი ფიზიკურად ნამდვილად ძალადობდა ემბერზე. მისი თქმით, აქამდე ისინი ამ ფაქტს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მალავდნენ, თუმცა ამჯერად მზად არიან, სიმართლე მოყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები