LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლი ქველმოქმედებას ჩუმად ეწეოდა

38

25 დეკემბერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ჯორჯ მაიკლის შესახებ ახალი ფაქტები ხდება ცნობილი. როგორც დასავლური პრესა წერს, მუსიკოსი საკმაოდ გულუხვი ქველმოქმედი იყო და ამ საქმეს ის ჩუმად აკეთებდა.

ტელეწამყვანმა რიჩარდ ოსმანმა განაცხადა, რომ მის გადაცემაში „Deal Or No Deal“ სტუმრად მისულმა ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ დედობა მისი ყველაზე დიდი ოცნებაა, თუმცა ხელოვნური განაყოფიერებისთვის 15 ათასი ფუნტი სტერლინგი არ აქვს. მეორე დღეს მაიკლმა მას საიდუმლოდ დაურეკა და ეს თანხა გადასცა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მომღერალი წლების განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციებს „Childline“, „Terrence Higgins Trust“ და „Macmillan Cancer Support“ ედგა სათავეში.

„მისი დახმარებით უამრავი შიდსით დაავადებული ადამიანი საზოგადოებაში ინტეგრირდა“, – განაცხადა ფონდ „Terrence Higgins Trust“-ის დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები