რეალურად რუსეთს აქვს შესაძლებლობა სომხეთს გაზი მიაწოდოს ირანიდან, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა აკალაძემ ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ამ გზით ბუნბერივ აირს სომხეთს დღესაც აწვდის, თუმცა არა იმ მოცულობებით, რაც სომხეთს სჭირდება.
როგორც კალაძე განმარტავს, რუსეთს შეუძლია საქართველოდან გაზის ტრანზიტი გაანახევროს და დამატებით 1 მლრდ კუბური მეტრი მოცულობა მიაწოდოს სომხეთს არსებული მილსადენის მეშვეობით.
”გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, მათ აქვთ რეალურად იმის შესაძლებლობა სრულად დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ გარკვეულწილად, ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ვართ რუსეთზე, განსაკუთრებიუთ ზამთრის პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მაღალია. რეგიონის ქვეყნებთან შედარებით კი, საუკეთესო ფასი აქვს რუსეთს” – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა, რუსეთს სომხეთისთვის გაზის მიწოდება ირანიდან უფრო ძვირი დაუჯდეს, მაგრამ კალაძე არ გამორიცხავს, რომ ”გაზპრომმა” შეიძლება ეს ”პოლიტიკური გადაწყვეტილება” მიიღოს.