LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე გრიგოლიას: თქვენ მოგწონთ ჩემი თმები? [ვიდეო]

91

თბილისის მერის კახა კალაძის მილანში ვიზიტი და იქ თმის შეჭრა, კვლავ აქტუალურია.

ამ თემაზე კიდევ ერთხელ კომენტარის გაკეთება კალაძეს, ინგა გრიგოლიამ სთხოვა.

კალაძემ ოპოზიციის ბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მილანში მისი ვიზიტი ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდა, კვლავ უარყო და გრიგოლიას ჰკითხა, მოსწონდა თუ არა მისი ვარცხნილობა.

კალაძე: თქვენ მოგწონთ ჩემი თმები?

ინგა გრიგოლია: მომწონს კი, მე არ მომწონდა წინა ვარცხნილობა, ეს ბევრად უკეთესია. სხვათაშორის, იმ სელფმა დაგღუპათ, მილანში თქვენს სტილისტთან რომ იჯექით, სხვა დროს სიფრთხილით მოეკიდეთ ხოლმე სელფებს.

რაც შეეხება პასუხის სერიოზულ ნაწილს, კალაძემ განაცხადა, რომ არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რომ მეორე დღეს ქალაქში გამოსვლის შერცხვენოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი ტყუილები არ აბრაზებს და ხალისობს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები