LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: პრემიერის პოსტზე კანდიდატის ვინაობა ხვალისთვის იქნება ცნობილი

73

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 14 ივნისს უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, გუშინ გუნდში იყო მსჯელობა არსებულ ვითარებაზე, სადაც მონაწილეობდნენ უმრავლესობის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. კახა კალაძე თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ სამთავრობო გუნდი მუშაობის გაგრძელებას უფრო ეფექტურად შეძლებს.

„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინ იყო შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები. იყო ასევე პარტიის თავმჯდომარე, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მანაც  თავის მოსაზრებები  დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებები ეფექტურობა, კოორდინაცია განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან”- განაცხადა კალაძემ

კახა კალაძის განმარტებით ყოფილ პრემიერს ჰქონდა ბევრი დადებითი, თუმცა ახლა მთავრობას განახლება სჭირდება.

“რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, იყო წარმატებები. თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები