LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალორიული დესერტი წონის კლებაში გვეხმარება

340

აღმოჩნდა, რომ კალორიული დესერტი მართლაც გვეხმარება წონის კლებაში. მეცნიერები თვლიან, რომ დილა ტკბილეულისთვის საუკეთესო დროა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ დღის ამ მონაკვეთში აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი და მეორეც, დილით მიღებული კალორია მთელი დღის განმავლობაში იხარჯება.

ისრაელელმა მეცნიერებმა ჭარბწონიან ადამიანებზე დაკვირვება ჩაატარეს. 193 ადამიანიდან ნახევარი საუზმეზე დაბალკალორიულ საკვებს იღებდა, ნაწილიც კალორიულ ტორტის ნაჭერს მიირთმევდა. 32 კვირიანი დაკვირვების შემდეგ მაღალკალორიული საუზმის ჯგუფის წევრებმა 15 კილოგრამი დაიკლეს. მაშინ როცა დაბალკალორიული საუზმისას კლებამ მხოლოდ 10 კილოგრამი შეადგინა. ამავე დროს, ადამიანები პირველი ჯგუფიდან მომდევნო კვირებშიც აგრძელებდნენ კლებას.

პროფესორი დანიელა იაკუბოვიჩი, რომლის კვლევაც 2012 წლით თარიღდება ამბობს, რომ დაბალკალორიული კვებისას ადამიანები ტკბილეულის ცდუნებას ვერ უძლებდნენ. სამაგიეროდ, დილის კალორიული დესერტის შემთხვევამ აბსოლუტურად სხვა სურათი მოგვცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები