LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის ქალაქ კალგარის შერიფი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

109

თბილისის მერობისთვის ბრძოლას კანადის ქალაქ  კალგარის შერიფი აპირებს. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, თუ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, მაშინ მერაბ ტაბიძე პირველი ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქე იქნება, რომელიც 2017 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის „ქართველმა“ შერიფმა აღნიშნული გადაწყვეტილება სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო და საკუთარი განზრახვა რადიო თავისუფლებას მესიჯით აცნობა, რასაც აღნიშნული ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუც მოჰყვა.

ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე მივიღე 26 წლის განმავლობაში, როგორც კანადის მოქალაქემ, სასარგებლო იქნებოდა მიგვემართა ჩვენი საყვარელი ქალაქის მომავლისა და განვითარებისათვის, – განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ მერაბ ტაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები