კატალონიაში ნაციონალისტური საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაიფიცნენ

86

კატალონიაში ნაციონალისტურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების დაკავების გამო, საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს.

აქცია „კატალონიის ნაციონალური ასამბლეის“ და Omnium Cultural ორგანიზაციით იმართება.

მომიტინგეების მიერ ათეულობით საავტომობილო გზა და რკინიგზაა გადაკეტილი. კერძოდ, მომიტინგეებმა 35 მაგისტრალი, მათ შორის ბარსელონაში მდებარე რამდენიმე გზა გადაკეტეს. ქალაქ ჟირონაში კი რკინიგზის სადგური დაიკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები