LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება – ილია II

97

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. ილია მეორემ და მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რაშიც ახალგაზრდობაც არის ჩართული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ სურს, მოეწყოს რამდენიმე შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ, როგორ უშველონ ხალხს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები