LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი იტალიის ტყეში – ევაკუირებულია ასობით ადამიანი

40

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლმა ყველაზე მეტად საფრანგეთის საზღვართან მდებარე რეგიონი დააზარალა. ვალ დი სუზას რაიონში ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

იტალიის ხელისუფლების დასახმარებლად ხორვატიამ ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა.

როგორც სააგენტო ANSA წერს, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

2017 წელს იტალიაში ხანძრების შედეგად 135 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები