სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს გამართავს. ის თბილისში სექტემბერში ჩამოვა. ამის შესახებ დავთ საყვარელიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. გთავაზობთ მის პოსტს.
„ყურადღება, ყურადღება!
სუპერსასიხარულო ამბებია! 🙂
ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით სექტემბერში ჩამოვა საქართველოში.
ორმაგად სასიხარულოა, რომ ზუბინ მეტასთან დაუკრავს ხატია ბუნიათიშვილი, რომლის დახმარებითაც, დიდი ძალისხმევით შედგა კონტაქტი ამ საოცარ ორკესტრთან.
„სილქროუდ ჯგუფი“ გახლავთ ამ პროექტის ავტორიც და მასპინძელიც. განუზომელ საქმეს აკეთებს: ამჟამად შენდება საკონცერტო ამფითეატრი 1000 მაყურებელზე. (ამაზე უკვე დავწერე).
სულ რამდენიმე დღის წინ კი მივიღეთ ცნობა საქართველოს პრემიერმინისტრისგან, ეკონიმიკის მინისტრიდან, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრიდან, რომ ისინი დახმარებას გაუწევენ წამოწყებულ საქმეს.
ეს კონცერტი ეძღვნება მომავალ „წინანდლის ფესტივალს“, რომელიც 2019 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. დიდი მადლობა ყველას!
მოკლედ, 2017 წლის სექტემბერში ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ფენომენალური მაესტრო ზუბინ მეტა და განუმეორებელი ხატია ბუნიათიშვილი ეწვევიან ჩვენს ქვეყანას.
კონცერტზე დასასწრებად ინფორმაციას მოგაწვდით მაისში.
სწორედ ახლა მიმდინარეობს ყველაფრის დაზუსტება“.