LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი თბილისში 15 სექტემბერს დაუკრავს

442

მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოს ესტუმრება. მისი კონცერტი 15 სექტემბერს, მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართება. ის თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის მსვლელობისას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრის სცენაზე  წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები  გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.

ფესტივალი ათი დღე გაგრძელდება და ათი კონცერტი გაიმართება. კონცერტების სერიას ცნობილი კატალონიელი მუსიკოსი იორდ სავალი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები