LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილის შეხვედრა პატარა თაყვანისმცემელთან ( ვიდეო)

262

ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე დღით საქართველოს სტუმრობდა. სახელგანთქმულმა პიანისტმა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

ვინაიდან კონცერტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო, მეორე კონცერტის დამატება, მუსიკოსის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ხერხდებოდა, გენერალურ რეპეტიციაზე მსურველებს უფასოდ დასწრების საშუალება მიეცათ. ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციამ ორკესტრთან ერთად ისეთივე ანშლაგით ჩაიარა, როგორც კონცერტმა, მუსიკოსმა უდიდესი სიყვარული იგრძნო მსმენელის მხრიდან…

თავად კონცერტზე ხატია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მას შემდეგ, რაც ღონისძიება დასრულდა, მეგობრებთან შესახვედრად მოიცალა. თათული მახარაშვილი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ეხუტება ხატიას მისი „პატარა თაყვანისმცემელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები