LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ეკუთვნის – პროკურატურა

89

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ცდილობს, საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ კანონის ფარგლებში.

პროკურორმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სულ ადგილიდან ამოღებულია 22 ობიექტი.

„მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავთ ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი, გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა, როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დ.ს-ს ბიოლოგიური პროფილი, ასევე ბრალდებულის ბიოლოგიური პროფილი. ამით ცალსახად დგინდება, რომ ხსენებულმა ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები აღნიშნული დანით.

„ასევე, ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელსაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით სხვა მაკრატელი ან რაიმე საგნის არსებობა არ დგინდება,“ – განაცხადეს პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები