LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნებს კითხავენ

44

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის  წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებენ. კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმის დაკითხვა.

სხვა დამატებით დეტალებზე კომისიის წევრები არ საუბრობენ, მათ შორის იმაზე, არასრულწლოვნები რომელი სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოკითხვის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. კომისიის წევრების ინფორმაციით, ახსნა-განმარტების მოსმენა ფსიქოლოგების მონაწილეობის ხდება.

“ჯერ არის არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა და ფორმატი არის განსაკუთრებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვები ისედაც ტრამვირებულები არიან და კიდევ არ მოხდეს ფსიქოლოგიური ტრამვის გაღრმავება,” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, კომისიის წევრები დღეს სკოლის პედაგოგებსაც გამოკითხავენ. ხვალ კი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია შსს-ს გამოძიებელ-დეტექტივების გამოკითხვა ღია ფორმატში.