LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხრიკები, რომლითაც სავაჭრო ცენტრები ახალ წელს ბევრ ფულს გვახარჯვინებენ

მაღაზიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საშობაოდ მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი ფული დაახარჯვინონ. ექსპერტთა ინფორმაციით, დღესასწაულის პერიოდში დედამიწაზე უამრავი მილიარდი იხარჯება, რაც ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების დამსახურებაა. ამისთვის სავაჭრო ობიექტებს სპეციალური ტექნოლოგიები აქვთ შემუშავებული. ყველაფერი კი საშობაო მუსიკით, სასიამოვნო გარემოთი და მიმზიდველი საჩუქრებით იწყება. ამ დროს ადამიანს ნოსტალგიური განწყობა ექმნება და მზადაა სასიამოვნო შეგრძნება არასასურველი ნივთების შეძენით გაიხანგრძლივოს. ამას მოყვება ძალიან მიმზიდველი ე.წ. ფსიქოლოგიური ფასები, მაგალითად 39,99 და არა 40. რაც თვალისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია და გონებასაც ატყუებს. შედეგად კი მომხმარებელი მაღაზიის მახეში ებმება და იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები