LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

103

„ხულოში, შავნაბადას მთაზე, ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს,“ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბესიკ ლილუაშვილმა, განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, დაზღვევის მიზნით, მძიმე ტექნიკას დამატებით მეორე გზა გაჰყავს, რათა ტერიტორიაზე შევიდეს და ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოახდინოს. მისივე განცხადებით, უამინდობის გამო, ავიაცია ვერ მუშაობს.

მძიმე ტექნიკა მუშაობს, დამატებით მეორე გზა შეჰყავთ, რომ დაზღვევის მიზნით, ტერიტორიაზე სახანძრო მანქანები მივიდეს. ავიაცია მეტეოპირობების გამო გაჩერებულია, თუმცა ადგილზე რჩება. თურქული და ქართული ვერტმფრენი კურორტ გოდერძიზე არის დაბანაკებული. ღია კერები საერთოდ აღარ არის. დღეს დილიდან ტერიტორიაზე 350 ადამიანი შევიდა, თუმცა ნისლი ჩამოწვა და ნაწილი უსაფრთხოების მიზნით უკან გამოვითხოვეთ. შტაბი მუშაობას აგრძელებს, – განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები