LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი ნიშანი – როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცი გღალატობთ

156

ღალატი – მტკივნეული გამოცდაა ნებისმიერი ადამიანისთვის. სტატისტიკით, სწორედ საყარელი ადამიანის ღალატის ეშინიათ ქალებს ყველაზე მეტად, რადგან ღალატს შეუძლია სერიოზული ბზარი გააჩინოს ურთიერთობებში ან საერთოდ დაანგრიოს სიყვარული. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი გღლატობთ? – ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატის ერთმნიშვნელოვან სიგნალად. ბევრი რამ თავად მამაკაცის ტემპერამენტზე, მისი ცხოვრების წესზე, ცვლილებებზე კარიერასა და წყვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში, ქვემოთ ჩამოთვლილი  სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, მიენდეთ თქვენს ინტუიციას, რადგან გამორიცხული არაა, რომ თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.

  1. ხასიათის ხშირი ცვლილება

მოღალატე მამაკაცი ყოველთვის იტანჯება. პირველ რიგში, მას დანაშაულის გრძნობა აქვს, მერე კი, გამუდმებით ეშინია, რომ ამხელენ და იძულებულია ყოველწამიერად აკონტროლოს საკუთარი ქცევა, რათა არ ”დაიბნეს ჩვენებებში” და არ გასცეს საკუთარი თავი. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ”ის” გღალატობთ? – ყურადღება მიაქციეთ მისი განწყობის ცვალებადობას, სავარაუდოდ, ის ან ნებისმიერი წვრილმანით გაღიზიანებული იქნება ან პირიქით, გადამეტებულ სიყვარულს და მზრუნველობას გამოიჩენს თქვენს მიმართ. შესაძლოა, სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა მოულოდნელად შემოგთავაზოთ დახმარება საშინაო საქმეებში ან დაგთანხმდეთ ძვირფას შენაძენზე.

  1. ცვლილებები გარეგნობაში

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ღალატის პირველ სიმპტომად ფსიქოლოგები წვერის გაპარსვის მიიჩნევენ. თუ მანამდე თქვენი რჩეული ნაკლებ ყურადღებას აქცევდა სუფთად გაპარსულ სახეს, ახლა კი, ზედმეტი გულმოდგინებით აკეთებს ამას, დაფიქრდით, ვისთვის ცდილობს ასე?! ანალოგიურ სიგნალებად შეიძლება ჩაითვალოს ახალი ჩვევები ტანსაცმლის შერჩევისას და მოულოდნელი გატაცება სპორტით.

  1. დაუგეგმავი ხარჯები

თუ თქვენ საერთო ბიუჯეტი გაქვთ, ერთად გეგმავთ ხარჯებს და ხელი მიგიწვდებათ ერთმანეთის საბანკო ანგარიშებზე, ყველაფერი ყურადღებით გაანალიზეთ. მოულოდნელად გაზრდილი ხარჯები მრავალრიცხოვან სადილებსა და ვახშამზე, ან პერიოდულად  დეფიციტი ბიუჯეტში, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ თქვენს მამაკაცს კიდევ ერთი – საიდუმლო ხარჯების მიზეზი გაუჩნდა.

  1. სხვადსახვა მიზეზებით გაუჩინარება

მორიგი გაჭიანურებული თათბირი, უპასუხოდ დატოვებული ზარები და შეტყობინებები – როგორც წესი საკმაოდ სერიოზული სიგნალია და განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ქცევა თქვენს რჩეულს მანამდე არასდროს ახასიათებდა, მიჩვეული იყავით მის ზარებს და დღის მანძილზე ხშირ ურთიერთობას.

Detail of lipstick on man's collar

  1. მომატებული სიფრთხილე კომუნიკაციის დროს

ყურადღება მიაქციეთ როგორ ეპყრობა ტელეფონს. თუ მანამდე ყველგან უყურადღებოდ ტოვებდა, გთხოვდათ შეგემოწმებინათ და ყოველთვის თქვენი თანდასწრებით პასუხობდა ზარებს, ახლა კი, ტელეფონს ხელიდან არ უშვებს ან საერთოდ თიშავს – უკვე დაფიქრების მიზეზია. იგივეს თქმა შეიძლება კომპიუტერსა და პლანშეტზეც – თუ თქვენი მიახლოებისთანავე ის იბლოკება ან ითიშება, ბოლო დროს კი, სულ უფრო ხშირად რჩება მანქანაში, გამორიცხული არაა, რომ თქვენს მამაკაცს რაღაც აქვს დასამალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები