LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ შევხვდებით მეგობარო: მესი ნეიმარს ემოციურად დაემშვიდობა

58

“ბარსელონას” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ნეიმარს ინსტაგრამზე ემოციური გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა.

ლეო მესი: “დიდი პატივი იყო ამ წლების განმავლობაში შენთან ერთად თამაში, ჩემო მეგობარო. გისურვებ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. კიდევ შევხვდებით. ძალიან მიყვარხარ”.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნეიმარს კლუბიდან წასვლა სურს. ის ოთხშაბათს კლუბის ვარჯიშზე გამოცხადდა, რათა თანაგუნდელებს დამშვიდობებოდა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფორვარდი ოარიზში, პსჟ-ში მიდის. პარიზულ კლუბს კი მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს. ამით ნეიმარი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები