LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლი მეუღლესთან ერთად „შანელის“ ჩვენებას დაესწრო

393

32 წლის კირა ნაიტლი და მისი 34 წლის მეუღლე, მუსიკოსი ჯეიმს რატონი იმ წყვილების რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება. ისინი იშვიათად ჩნდებიან ერთად, ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ინტერესს იწვევს.

ამ დღეებში წყვილი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში„შანელის“ ჩვენებას დაესწრო. მსახიობი ბრენდის ერთ-ერთი ელჩია, ამიტომ მის მიერ ორგანიზებული საღამო უყურადღებოდ ვერ დატოვა.

სპეციალურად საღამოსთვის ნაიტლიმ ამავე ბრენდის კაბა შეარჩია, ჯეისონმა კი უპირატესობა შავ პიჯაკს მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი და მუსიკოსი 2013 წლის მაისში დაქორწინდნენ. 2015 წელს კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები