LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომელიც თბილისის აეროპორტში სასტუმროს ააშენებს უკვე ცნობილია

160

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთიმ“ 1 851 000 ლარად იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, „ფუჯინ სილქ ფროფერთი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე, ან მის ნაწილზე მინიმუმ 120  ნომერზე გათვლილი სასტუმრო შექმნას.

შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ეს უკვე რიგით მეცხრამეტე გაყიდული ობიექტია, სადაც მალე სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონზე მეტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები