LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომელიც თბილისში ბიზნეს სახლს ააშენებს უკვე ცნობილია

394

კომპანია, რომელიც თბილისში ბიზნეს სახლს ააშენებს უკვე ცნობილია. „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ბიზნეს სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულად „ენსისი“ გამოვლინდა.

თუ ამ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია კომისიის მიერ მოწონებული იქნება მასთან კონტრაქტი გაფორმდება. კომპანიამ სამუშაოების შესრულებისთვის 10.08 მლნ ლარი მოითხოვა.

ტენდერი ბიზნეს სახლის მშენებლობაზე 30 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დასრულდა.

შეგახსენებთ, ბიზნეს სახლის პროექტი გასულ წელს დაანონსდა. ბიზნეს სახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს. „ბიზნეს სახლში“ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული სივრცის განვითარება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში, 600 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები