LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეული კორპორაცია SKE&C საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

132

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი კორეული კორპორაციის SKE&C-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალურ მმართველ დირექტორს სეუნგ სუ ლის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე კორეელმა სტუმარმა გამოხატა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის დაწყებაზე ენერგეტიკის, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით. კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კორპორაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ინდუსტრიაა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეულ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები