LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი ოფიციალურად ერთად პირველად გამოჩნდნენ

321

კრიშტიანო რონალდოს მიღწევებს კიდევ ერთი შეემატა – იგი 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია 9 იანვარს ციურიხში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ის მარტო არ გამოჩენილა: ცერემონიაზე მას გვერდს 6 წლის ვაჟიშვილი კრიშტიანო რონალდო-უმცროსი და მეგობარი გოგონა, 21 წლის ესპანელი ჯორჯინა როდრიგესი უმშვენებდნენ. ეს საზოგადოებაში მათი პირველი ერთობლივი ოფიციალური გამოჩენა იყო.

სამეულმა სიამოვნებით იპოზიორა ფოტოგრაფების წინაშე. დარბაზში კი ბევრი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ევა ლონგორია, რომელმაც ფეხბურთელთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები