LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს

308

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს. ინფორმაციას უწყება Facebook-ზე ავრცელებს.

https://www.facebook.com/georgianheritage/photos/a.115611781849867.20358.112117398865972/1438871579523874/?type=3&theater

2015 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, ისტორიული შრეების 2-წლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები გამოვლინდა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ის ხელახლა დაკორექტირდა.

ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფი კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებს ამაგრებენ.

სააგენტოს ცნობით, ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძვლებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ და დახვრეტილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ტაძრის გალავნის მიღმა მოწყობილ სპეციალურ სამარხში დაასვენებენ.