LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსზე ქართველი ქალები დააკავეს

212

კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 4 ქალი სამართალდამცველებმა ქალაქ პაფოსში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღების მიზნით საემიგრაციო სამსახურში მივიდნენ, ადგილზე კი საბერძნეთისა და ლიტვის ყალბი პასპორტები წარადგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დაკავებულების ასაკი 27-დან 38 წლამდეა. სასამართლომ მათ ყალბი საბუთების გამოყენების, უკანონოდ დასაქმების მცდელობისა და კვიპროსის ტეროტირიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებმა აღიარეს, რომ ყალბი პასპორტები საქართველოში შეიძინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები