LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველიას გოლი სიმბოლურით დაფასდა: რუსებმა ქართველი აღიარეს (ვიდეო)

74

რუსული პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის “ლოკომოტივმა” ტულის “არსენალს” საბა კვირკველიას გოლით სძლია.

საქართველოს ნაკრების მცველმა გატანილ გოლთან ერთად დაცვაში დამაჯერებელი თამაშითაც გამოიჩინა თავი, რაც მედიასაც არ გამორჩენია.

ჩვენიანი სპორტ-ექსპრესის ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი მცველი პირველი სათამაშო დღის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის დაასახელა გამოცდილმა სპეციალისტმა, ვალერი გაზაევმაც, რომლის სიმბოლურ ნაკრებსაც პოპულარული გამოცემა Championat.com ავრცელებს.

პრემიერლიგის პირველი შეხვედრა ქართველმა მცველმა ძირითადში დაიწყო და გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. “ლოკომოტივის” მიერ ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ “არსენალის” კართან არეულობა შეიქმნა, რითაც კვირკველიამ ისარგებლა და ერთი შეხებით მეტოქის კარში გოლი გაიტანა.

 

https://www.youtube.com/watch?v=TihsHoCwAwE

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები