LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველიას შურისძიება და სხვა ქართველების ამბები (ვიდეო)

88

ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” ამერიკის თასის ნახევარფინალში “სპორტინგს” დაუპირისპირდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიაში გადაწყდა.
ქართველმა შემტევმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მეოთხე წუთზე კი მისი გადაცემით ჰუსენმა ანგარიში გახსნა.
პენალტების სერიაში კი ყაზაიშვილის გუნდმა 4:5 დათმო და ამერიკის თასს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
ვაკო ბურთთან მეოთხე მივიდა და ძლიერი დარტყმით პენალტების სერიაში ანგარიში 3:3 გახადა.

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივი” ყაზანის “რუბინს” ესტუმრა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი საბა კვერკველიამ დააფიქსირა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ყოფილ გუნდს გაუტანა და “ლოკომოტივი” მარცხისგან იხსნა.
ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
5 შეხვედრაში მოპოვებული 13 ქულით “ლოკომოტივი” პირველობას “ზენიტთან” იყოფს.

https://www.youtube.com/watch?v=M6KOiAOt5Zs

 

სლოვაკეთის თასის 1/64 ფინალში, ვახტანგ ჭანტურიშვილის “სპარტაკ ტრნავა” “იაცოვიეცსს” დაუპირისპირდა.
ჭანტურიშვილმა მე-8 წუთზე შეძლო ტრნავას დაწინაურება. მეკარის მიერ მოგერიებული ბურთზე “ტრნავას” ფეხბურთელმა იბრძოლა, რომელმაც უკან ჭანტურიშვილს დაუგორა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარის აღება შეძლო და ანგარიში გახსნა.
საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 იმარჯვა და სლოვაკეთის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

https://www.youtube.com/watch?v=5RkRqUCKQ8Q

 

როგორც იქნა მოედანზე ვიხილეთ ჯანო ანანიძე – პირველ ოთხ ტურში სათადარიგო სკამზე ყოფნის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი ტულის “არსენალთან” მოგებულ (2:0) მატჩში ძირითადში გამოჩნდა. მასიმო კარერამ საბოლოოდ ჯანოს 65 წუთი დაუთმო. ანანიძე საკმაოდ აქტიური იყო. მან მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.5 ქულა.“სპარტაკს” ხუთი ტურის მერე 8 ქულა აქვს და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

 

რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის მე-7 ტურში თემურ ქეცბაიას “ორენბურგმა” “როტორი” მიიღო.
ქართველი მწვრთნელის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
“ორენბურგმა” გოლები 70-ე და 90-ე წუთებზე გაუშვა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა.

“შევქმენით საგოლე მომენტები, თუმცა მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ, რაც ძალიან საწყენია. ასე არ შეიძლება. 70 წუთის განმავლობაში გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ ტაბლოზე საბოლოო შედეგი იწერება და არა კარგი თამაში.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ვითამაშეთ, რამაც გუნდზე გავლენა მოახდინა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგით არა. დასკვნით 20 წუთში მოედანზე არ იყო ლიდერი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა. დავკარგეთ უპირატესობა მოედნის ცენტრში და მეტოქის შტურმს ვერ გავუძელით”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა.

7 ტურში მოპოვებული 10 ქულით “ორენბურგი” მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში კრასნოდარის “ყუბანს” ესტუმრება.