LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამბორგინის სუპერ ტროფიზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა (ვიდეო)

54

იტალიის ლეგენდარულ მონცას ავტოდრომზე გამართული THE LAMBORGHINI SUPER TROFEO EUROPE-ის ეტაპზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. PRO-AM კატეგორიაში ქართველმა მრბოლელმა  შოთა აფხაზავამ თავის მეწყვილესთან, კელვინ სნოიკსთან ერთად,  პირველი ადგილი დაიკავა.  შოთა აფხაზავა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია და ამავდროულად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელიც.

ლამბორგინის სუპერ ტროფი კი ერთ-ერთი პრესტიჟული სერიაა  მსგავს რბოლებს შორის.

შოთა აფხაზავა”Artline Team Georgia”  (PRO-AM კლასის გამარჯვებული): “ეს სეზონის ფანტასტიური სტარტია ჩემთვის და კელვინ სნოიკსისათვის.ჩემმა თანაგუნდელმა შესანიშნავად იმუშავა რბოლის პირველ ნაწილში,მე კი შედეგად პოზიციის შენარჩუნება შევძელი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები