LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

217

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ აკვრაში 264 კგ. აწია რაც მსოფლიო რეკორდია. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდშიც. კერძოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ჯამში 478 კგ. აწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა.

ლაშა ტალახაძემ თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი წარმატებულად ჩაატარა და 105+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები