LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა კაკულია: „ვხედავ სამ ადამიანს, რომლებმაც ბორჯომში ცეცხლი გააჩინეს…“

108

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ტყეებში ცეცხლის გაჩენაში სამი ადამიანის ხელი ურევია, რომლებიც რუსეთის დავალებით, დივერსიის მიზნით აჩენენ ცეცხლს.

ლელა კაკულია აღნიშნავს:

„მე დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას ჰგავს ეს ყველაფერი. სხვადასხვა ადგილას ჩნდება ცეცხლი და გამორიცხულია, ეს სპეციალურად გაჩენილი არ იყოს. იმ სამ ადამიანზე, რომლებსაც მე ვხედავ, აუცილებლად ილაპარაკებენ. ტელევიზიით გახმოვანდება ეს ამბავი…

რუსეთმა რაც საქართველოს გაუკეთა და რასაც აკეთებს, რა გასაკვირია, რომ მათი გაკეთებული იყოს?! ერთი რუსია და ორი უფრო კავკასიელს ჰგავს. კავკასიელებს იყენებენ, რომ თუ გაირკვევა, რაშია საქმე, მათ დააბრალონ.

ესაა ჩემი წინასწარმეტყველება – დივერსიულ აქტს ჩადის სამი ადამიანი. შეიძლება, მეტიც არის ამით დაკავებული, მაგრამ ბორჯომში ცეცხლი ნამდვილად სამმა გააჩინა სპეციალურად. დამსვენებლები, ტურისტები მოეძალნენ საქართველოს და ამან განაპირობა ჩვენი მტრის გააქტიურება, რომ ქართველებისთვის ჩაემწარებინათ ასეთი მომგებიანი საქმიანობა“.

ქართველი წინასწარმეტყველი ასევე დასძენს, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება:

„საქართველო აიცდენს ამ უბედურებას და, მნიშვნელოვანია, რომ მეტყევეთა რაოდენობა გაიზარდება. ჩამოყალიბდება სხვადასხვა სამსახური ტყეების დასაცავად. 15 შვეულმფრენი გვეყოლება… საქართველო ბევრჯერ გადამწვარა მონღოლების, თურქეთის, ირანის მიერ, მაგრამ არ გადავშენებულვართ და იმ გადამწვარზე უკეთესი მცენარეთა საფარი აღმოცენებულა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები