LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

89

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურ მენეჯერსა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოაცხადა. დაკავებულების პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს ორივე დაკავებულის 20 ათას ლარიანი გირაოს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაითვალისწინა. გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს ჩაინიშნა.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით 11 პირი გარდაიცვალა, ხოლო 19-მა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები