LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჩიჩუა კიევში ივან დორნის პროექტზე მუშაობს – „ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებსაც ჩავრთავთ…“

157

ლევან ჩიჩუა, სცენური სახელით თი-ელი დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა. მიზეზი ის გახლავთ, რომ მან საქართველო დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გადაინაცვლა, არც მეტი, არც ნაკლები, ივან დორნის მიწვევით.

ივანი მან საქართველოში გაიცნო, საკუთარი ნამუშევრები გადაუგზავნა და მისგან ორი შემოთავაზება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი მის ალბომზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობას ითვალისწინებდა, მოგვიანებით, ლევანმა მეორე წინადადებაც მიიღო…

ლევან ჩიჩუა:

ივან დორნი ორი წლის წინ გავიცანი. ბათუმში ჰქონდა კონცერტი, ბიჭოლას დაბადების დღე იყო და მაშინ გავიცანი. გავცვალეთ კონტაქტები, გავაგზავნე ჩემი მუსიკა, რასაც ვაკეთებ და გამიკეთებია. მოეწონა და შემომთავაზა თავის ახალ ალბომზე მუშაობა, თავისი ბენდის წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამჯერ შევედი საელჩოში და ვიზა, სამწუხაროდ, არ ჩამირტყეს. ყველა წავიდა უჩემოდ. რა უნდა მექნა,დავრჩი ასე (იღიმის).

როცა დორნმა ნახა, რომ არაფერი გამოვიდა, შემომთავაზა კიევში გამგზავრება. მას ჰყავს არტისტი – Constantine, რომელსაც თავად პროდიუსერობს. რამდენიმე არანჟირება გავუკეთე მას და ამ არტისტთან ერთად ბენდში ვუკრავ.

ახლა ერთად გამოვდივართ M1-ზე ეს არის მუსიკალური არხი კიევში, ისეთი, როგორიც მაგალითად, MTV-ია. დაჯილდოვების ცერემონია იმართება და იქ გამოვალთ.

15319573_10209938752518519_161873371_nფინანსურად, დორნთან მუშაობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი შემსრულებელია, ალბათ, შენთვის მომგებიანია…

იცი, რა? ფინანსებზე არ ვფიქრობ  და ამას წინ არ ვაყენებ, მაგრამ უფრო მომგებიანია იმით, რომ მსმენელი მეტია და ტაშის დაკვრა იციან, გართობაც. მთავარია, რაღაც კარგი შექმნა იქ, სადაც ეს ყველაფერი მუშაობს და ფინანსები თავისით წამოვა (იღიმის).

შენი საშემსრულებლო კარიერა უკანა პლანზე გადასწიე?

რაც შეეხება საკუთარ კარიერას, ჯერჯერობით უკან ვწევ, პრინციპში, როგორც ყოველთვის (იცინის). მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

კიდევ რა გეგმებია?

იხსნება ახალი ლეიბლი, რომელსაც ჰქვია „მასტერსკაია“, ივან დორნი ხსნის, ძალიან საინტერესო პროექტია. მომავალში, ალბათ, ჩავრთავ ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებსაც და არა მარტო ქართველებს, ბევრი საინტერესო რამ გველოდება წინ. თავად დორნს ახალი ალბომი აქვს, ძალიან კარგი. ზოგადად, კარგი ტიპია, მოსწონს ნიჭიერი ხალხი და სულ ცდილობს ასეთი ადამიანების დახმარებას. ისიც უნდა, რომ საქართველოში ვიპოვოთ ნიჭიერი ადამიანები და ამ ლეიბლის ქვეშ გავაერთიანოთ.

კიევში მეუღლესთან ერთად გაემგზავრე?

მეუღლე არ არის ჯერ ჩემთან ერთად, მაგრამ ახალ წლამდე იქნება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები