LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილის დედა ყოფილ სარძლოზე: „ჩემს შვილს ღმერთმა ლევანისნაირი საქმრო მისცეს, ნინიკოს ძმას კი, ნინიკოსნაირი სარძლო…“

690

ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის დედა, ნონა ჯიბღაშვილი მაია ასათიანის „პროფილს“ ესტუმრა. მან გულახდილად ისაუბრა საკუთარი ვაჟისა და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების ამბავზე. ქალბატონმა ნონამ აღნიშნა, რომ თვად შვილის პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა, როგორც სოციალურ ქსელში აბრალებენ. შეგახსენებთ, წყვილი დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ. მათ დაშორებას სკანდალური ჭორები მოჰყვა. აღნიშნავენ, რომ განშორების მიზეზი გოგონას მხრიდან ღალატი გახდა…

ნონა ჯიბღაშვილი:

„მიხვდა, რომ ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვა. არ შეიძლება, ასე მცირე დროში დაქორწინების გადაწყვეტა, სულ რამდენიმე კვირა. მე არაფერი მირჩევია. მე ჩემი შვილის პირად ცხოვრებაში, ბიზნესში არ ვერევი…

სარძლოს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონდა. რამდენიმე მესიჯით ვიცოდი, ვინც იყო. სარძლო თუ რაც იყო, რძალი არ ყოფილა, მაშინაც რამდენიმე საათით ვნახე. ლევანმა ჩვენს სახლში მოიყვანა 20-25 ადამიანთან ერთად.

ლევანის გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ. ჩემი ყბადაღებული წერილიც არის დამოკიდებულება ჩემი შვილის მომავალი ცოლის მიმართ, რაც დავწერე და ვთქვი, ასეთი დამოკიდებულება მექნება, ნინო ერქმევა, ელენე, ქეთინო თუ სალომე. მე, როგორც დედა, არასდროს ვიქნები ეგოისტი, რომ ჩემი შვილის მეუღლეს ადგილში შევეცილო. მე ყოველთვის ვიქნები დედა და მეუღლე იყოს პირველი. ეს არა იმიტომ, რომ ამბიციები და პრეტენზიები არ მაქვს, არამედ მაქვს სურვილი, ჩემი შვილის ბედნიერებას ვუყურო და არა შევქმნა, როგორც ამას სხვა დედები ცდილობენ…

არც ახლა ვუარყოფ, გარეგნობით სასიამოვნო გოგო იყოლ, დანარჩენი ლევანის გადასაწყვეტი იყო. ლევანს ბავშვობიდან ვეუბნებოდი, არ მინდა, შენ გვერდით იყოს არასასიამოვნო გარეგნობის გოგო-მეთქი…

სწორ გადაწყვეტილებას დედის გული ყველაზე კარგად გრძნობს. მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ხმა არ ამომიღია და არც ამოვიღებდი არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ეს მისი ცხოვრებაა.

მთელ სოციალურ ქსელს გავცემ ერთ პასუხს – ბევრი მაბრალებს მე, არ ენდომებოდა, ეს ისეთი ქალიაო… ამ დროს ცამდე მართალი ვარ. ღმერთმა იცის სიმართლე. ერთს ვიტყვი ცასა და დედამიწას შუა –  ლევანს ჰყავს 13 წლის და, იმ გოგონას ჰყავს 15 წლის ძმა. როგორი მართლებიც ვიყოთ უფლის წინაშე, ჩვენც და ისინიც, ჩემს შვილს, გოგონას, ღმერთმა მისცეს ლევანისნაირი საქმრო და ცხოვრების მეორე ნახევარი და მის შვილს მისცეს ნინიკოსნაირი. ყველა დედა თავისი შვილის ბედნიერებისთვის ზრუნავს…“

მაია ასათიანის კითხვაზე, იყო თუ არა ღალატის თემა, ლევან ჯიბღაშვილის დედამ უპასუხა: „არ ვიცი, ეს ლევანის საქმეა და იმ გოგონასი. ის ძალიან პატარაა იმ წარსულისთვის, რაც მას აქვს, ღმერთმა სიკეთე და ბედნიერი მომავალი მისცეს, ისევე, როგორც ჩემს შვილს. ვერავინ დამაბრალებს, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა ვთქვი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები