LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს – „მე და ინტრიგა შორს, თორემ…“

843

ლევან ჯიბღაშვილი „რეაქციის“ სტუმარი გახლდათ, სადაც სექსუალური შევიწროება მთავარი თემა გახლდათ. მსახიობმა განაცხადა, რომ არ სურს, ქალებს მხოლოდ კანონი იცავდეს – „მე მივიჩნევ, რომ ეს კანონი და მსგავსი კანონები აუცილებლად უნდა მიიღონ, რაც ადამიანებს დაიცავს. მეორე – არ მივიჩნევ, რომ ქართული ტრადიციები არის ქალზე ზეწოლა. გააჩნია, ვინ როგორ მიიღებს…  მესამე – მე მტკივა ის მომენტი, რომ ყველაფრის ფურცელზე გადატანას ვცდილობთ. მუშტის მომხრე არ ვარ, მაგრამ არ მინდა, გოგო 24 საათი მარტო იმაზე ფიქრობდეს, რომ მარტო კანონი იცავს. არ მინდა, რომ ქალს მხოლოდ კანონი იცავდეს…“

ლევანის ეს გამოსვლა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა მისმა ყოფილმა საცოლემ, ნინიკო ნაცარაშვილმა და აღნიშნა:

„სამწუხარო ფაქტია, რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს:) ეს მოლაპარაკე ე.წ მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს, თორემ)))“

შეგახსენებთ, რომ ლევანი და ნინიკო დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. არც ერთი მათგანი რეალურ მიზეზზე არ საუბრობს, თუმცა დადიოდა ჭორები, რომ გოგონამ სხვა მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამის შემდეგ მას ლევანი ფიზიკურადაც შეეხო. როგორც ჩანს, ნინიკომ გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბროს.

მისი პოსტის ქვეშ ასეთ კომენტარებს გაეცნობით:

„ამისი დამაჯერებელი „სფიჩი“

„შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი…“

„აი, ძალიან ვერთობი ამ ბიჭით…“

„მე და ინტრიგა შორსო და ინტრიგაც ჩააგდე და ამ პოსტით საზოგადოებას პირდაპირ უთხარი „ლევანმა იძალადა ჩემზეო”. ხო და კიდე, ასე გადაცემიდან გადაცემაზე რომ დარბიან და შენს სახელს ლაფს ასხავენ, გამოდი და დაამტკიცე შენი სიმართლე. მევიცი , რომ შენ ცამდე მართალი იქნები! არ შეიძლება, ამ ანგელოზი სახის უკან სატანა იმალებოდეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები