LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიბერალის” ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

24

„ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ თამაზ გიორგაძე, მან ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„ქართული ოცნების” პრესსამსახურში „ლიბერალს” განუცხადეს, რომ გიორგაძეს პარტიის ოფისში არასდროს უმუშავია.

აღნიშნული პირების გაღიზიანება „ლიბერალის” შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ უბნის ტერიტორიას

შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტი.

უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყება,“ – უთხრეს „ლიბერალს” შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები