LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ევგენიძე: „რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში სექტემბერში მთელი ქალაქის გადათხრა?!.“

101

ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში სვამს იმ შეკითხვას, რომელიც, ალბათ, ბევრ ადამიანს აწუხებს თბილისში. ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ ძალიან ბევრ უბანში სამუშაოები დაიწყო, რის გამოც გზები გადათხრილია და ზოგი ადგილი გადაკეტილი. რასაკვირველია, ერთდროულად ამდენი სამუშაოს წარმოებამ გარკვეული პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით.

ლიკა ევგენიძე წერს:

„ძალიან მაინტერესებს, ვინ ჭკვიანს მოუვიდა თავში სექტემბერში მთელი ქალაქის გადათხრა?!“

ლიკას ამ სტატუსს ქრისტინე იმედაძე გამოეხმაურა და აღნიშნა:

„იმავეს ვფიქრობდი მთელი ივლისი და აგვისტო, მაგრამ როდის გადაეთხარა, აბა (მერე მაგასაც ვფიქრობდი), ვერ მოასწრო ეტყობა“.

„მთელი ქალაქი მტვრის ბუღშია“, „ჭკვიანების მეტი რა არის“, „სულ ეგეთი ჭკვიანები არ გვყავს?“, ასე ეხმაურებიან ლიკას სტატუსს.

(ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები