LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბაზე წრიული საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა

734

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში,  მერიის დავალებით, ლისის ტბაზე წრიული საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. პროექტი, დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 2,5 კილომეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ჯამში წრიული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კილომეტრს შეადგენს.
აღნიშნული გზის მოწყობისთვის შესრულდა მიწის მოჭრა-დამუშავება და გატანა, ჭაობიან მონაკვეთში მოეწყო მყარი საფუძველი, ასევე სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემები, გზის მოსამზადებელი კონსტრუქცია, არმირებული ბეტონის საფარი და მოპირკეთდა ბეტონის გზის ზედაპირი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამასრულებელი სამუშაოები: განათების სისტემის, გზის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი. ასევე გზის გვერდულების საბოლოო კეთილმოწყობა.
ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და ხორციელდება.
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები