LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ერთ-ერთი სადგურიდან პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა

49

ლონდონში, ჩარინგ-კროსის სადგურიდან, პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. როგორც პოლიციაში განმარტეს, სადგურზე მყოფი მამაკაცი ამბობდა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.

„ინციდენტი ჩარინგ-კროსის სადგურზე მოხდა. ამჟამად მამაკაცი დაკავებულია. მგზავრების ევაკუცია მათი უსაფრთხოების მიზნით მოხდა,“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდაცავების ცნობით, სადგური მუშაობას მალე განაახლებს.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩარინგ-კროსის სადგურზე მობილიზებულია პოლიცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები