LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის გოსპელის გუნდი „ბლექ სი არენაზე“!.. – ფოლკფესტივალს სპეციალური სტუმარი ჰყავს

40

3 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება. კონცერტში მონაწილეობას ქართულ ანსამბლებთან ერთად, რომელთა შორის არიან „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ბასიანი“ და სხვები, თურქეთისა და შვეიცარიის ფოლკანსამბლებიც წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

ახლახან კი რადიო „ფორტუნამ“ შეიტყო, რომ ფოლკფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება ლონდონის საჯარო გოსპელის გუნდი, რომელმაც სახელი უამრავ ვარსკვლავთან თანამშრომლობით გაითქვა. მათ ჩაუწერიათ კომპოზიციები პოლ მაკარტნისთან, ელტონ ჯონთან და მადონასთან, ასევე ჯგუფ „ვესტლაიფსა“ და „აუთქასთთან“.

ლონდონის საჯარო გოსპელის გუნდს ძალიან დიდი მუსიკალური ისტორია აქვს. ის 1982 წელს დაარსდა. იდეა მხოლოდ ერთი დღის პერფორმანსის ჩატარება იყო საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე, თუმცა ამ გამოსვლის დიდი წარმატების შემდგომ გადაწყდა, რომ გუნდს არსებობა უნდა გაეგრძელებინა და მათი სასცენო მოღვაწეობა უკვე 25 წელს ითვლის. ანსამბლს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გამართული კონცერტები.

საეკლესიო, ე.წ. გოსპელ მუსიკას ძალიან დიდი ტრადიციები აქვს და ზემოხსენებული გუნდი ამ საუკეთესო ტრადიციებს განასახიერებს და მიჰყვება. 2003 წელს, პრესტიჟულმა გამოცემამ „The Gardian“ ის დაახასიათა, როგორც „პროფესიონალური, ენერგიული, სულიერებით აღსავსე და შთამაგონებელი“.

„ბლექ სი არენაზე“ 3 სექტემბერს, სწორედ ამ ფენომენალური გუნდის გამოსვლას მოვისმენთ.

ნინო მურღულია

14151793_10209054918583223_251009831_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები