LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორია ჯადოქარია, გულშემატკივრების ფოტოები კი ფეხბურთელებმა მაისურებზე დაიხატეს (ვიდეო)

81

გიორგი ლორია რუსეთში საოცრებებს აკეთებს. ქართველმა მეკარემ მორიგი შედევრი მოსკოვში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩში მოაწყო. ლორიას “კრილია სოვეტოვი” რკინიგზელებს უგოლო ფრეზე დაუზავდა და ეს მთლიანად ჩვენი მეკარის დამსახურებაა.
78-ე წუთზე ლორიამ ურთულესი ბურთი მოიგერია, ამას საჯარიმოში წესების დარღვევა მოჰყვა, რის გამოც პენალტი დაინიშნა, თუმცა ლორიამ ესეც აიღო და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

საინტერესოა და ორიგინალურია „ლოკომოტივის“ გადაწყვეტილება. ფეხბურთელები მაისურებით გამოვიდნენ, რომლებიც დამშვენებული იყო იმ ადამიანების ფოტოებით, ვინც სეზონური აბონემენტები შეიძინეს.

CqYMoZHWEAADdVJ

„მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის. აბონემენტების მფლობელების ფოტოსურათები ფეხბურთელების ნომრებზეა. მადლობა“ – ნათქვამია მოსკოველთა ოფიციალურ ტვიტერზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები