LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ ვაჟიშვილის დაკავების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

19

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადონასა და გაი რიჩის უფროსი ვაჟიშვილი, როკო ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარებისთვის დაიჭირეს. ბუნებრივია, შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი პოპ-დედოფალმაც გააკეთა:

„მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მის მხარდასაჭერად შემიძლია. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემ პირად ცხოვრებას ამ რთულ მომენტში“, – განაცხადა მადონამ.

შეგახსენებთ, რომ დაპატიმრების შემდეგ მალევე, როკო რიჩი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჟამად ის ლონდონში მამასთან, გაი რიჩისთან ერთად ცხოვრობს. გაგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში მადონამ მასზე მეურვეობის საქმე სასამართლოში წააგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები