LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაგთის” „დელტა კომის“ შეძენაზე თანხმობა მისცეს

304

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ შპს „დელტა კომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
ცნობისთვის, კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტა კომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

”ბაზრის კონკურენტული ანალიზის ჩატარების საფუძველზე, კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ წილის 100 პროცენტის შეძენის შემთხვევაში, შპს „დელტა კომს“ ზონათშორის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების, ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების, ადგილობრივ ზონაში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების, ზონათშორის მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურებისა და ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ყველა იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც საქმიანობს, კომპანიას შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა, რაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას და დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს”, – აღნიშნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიაში.

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული ვალდებულებების დაკისრების გათვალისწინებით შპს „დელტა კომის“ წილის 100 პროცენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები